logo
ENG



"სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი" - იოსელიანი თავდასხმებზე

09 მაი 202412:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/09/wfj07v96g4kh0ds.jpg

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება პოლიტიკოსებზე, აქტივისტებსა და აქციების ორგანიზატორებზე თავდასხმებს და აცხადებს, რომ ეს ქმედებები პოლიციისგან მყისიერ რეაგირებას მოითხოვს.

ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი.

"სახალხო დამცველი ხაზგასმით შეახსენებს ყველას, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რაც შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მოითხოვს მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას. მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან გაეცეს მკაცრი და სათანადო პასუხი და ასეთმა შემთხვევებმა არ მიიღოს მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას"- ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძესგია ჯაფარიძეს. სახლში მიუვარდნენ გიორგი ორნიანს.


close დახურვა